სასწავლო პროექტი


                                                                პ რ ო ე ქ ტ ი ს     გ ე გ მ ა

1)      პროექტის სახელწოდება:       სივრცითი ფიგურები და არქიტექტურა.
2)      პროექტის მთავარი იდეა (თემა):   მოსწავლეები გაეცნონ იმ თანამედროვე და ძველ არქიტექტურულ ძეგლებს, რომლის ნაწილებში ადვილად არის შესაძლებელი სივრცითი  გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა.
3)      პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები შეარჩევენ იმ არქიტექტურულ ძეგლებს და შენობებს, სადაც მკაფიოდაა გამოსახული სივრცითი გეომეტრიული ფიგურების მსგავსი ნაწილები.
4)      პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შერჩეული არქიტექტურის ნიმუშების ფოტოებით გააკეთონ პრეზენტაცია, სადაც  თითოეულ სლაიდზე წარმოდგენილი იქნება შენობა და მის ნაწილებს მიწერილი ექნება იმ სივრცითი ფიგურის სახელწოდება რომელსაც შენობის ეს ნაწილი  შეესაბამება.
ასევე ქაღალდისაგან დამზადებული სივრცითი ფიგურებისგან დაამზადონ  შენობების მაკეტები.
5)      მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
6)      ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა
7)      მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, პრეზენტაციას და ქაღალდის შენობის მაკეტებს გაფორმებულს ლანდშაფტის დიზაინის გამოყენებით.
8)      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ფერადი თაბახის ფურცლები,  მუყაო, პროექტორი, კომპიუტერი,  სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები.
9)      პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეთა დაჯგუფდებიან, განსახორციელებელ დავალებებს გადაინაწილებენ- ერთი ჯგუფის წევრები მოიძიებენ არქიტექტურული ნაგებობების ფოტოებს და გააკეთებს power paint-ის გამოყენებით პერზენტაციას, მეორე ჯგუფი იმუშავებს სივრცითი ფიგურების დამზადებაზე და მათი გამოყენებით შენობის მაკეტების დამზადებაზე.
საგნებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  მათემატიკა-ხელოვნება-ისტი

მათ.IV.9.   მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი და სივრცული ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ნიმუშის მიხედვით ქმნის მითითებული სივრცული ფიგურის მოდელს ან კარკასს სხვადასხვა მასალის გამოყენებით;
·      ქმნის ბრტყელი ფიგურის ან ფიგურათა ჯგუფის გრაფიკულ გამოსახულებას მისი სიტყვიერი აღწერილობის საფუძველზე (მაგალითად, დახაზე ერთი და იგივე პერიმეტრის მქონე კვადრატი და მართკუთხედი);
სივრცული გეომეტრიული ფიგურების მოდელებისაგან ქმნის მითითებულ კონფიგურაციას/ფიგურას; ანაწევრებს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას ან მოდელს მითითებული ფიგურის/ფიგურების მისაღებად
ს.გ.IV. 5.  მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმს და შეასრულსხვადასხვა სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
·           ირჩევს სამუშაო იარაღებს, მასალას, აწესრიგებს მათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში;

ს.გ.IV.6.  მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს გუნდურ სამუშაოში (ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაში, ფუნქციების განაწილებაში);
·           ჩართულია ერთობლივი მხატვრული ნამუშევრის შექმნის პროცესში;
·           იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ხალისით ეხმარება თანაკლასელებს.

    11)  პროექტის ხელმძღვანელი: ირმა ქობლიანიძე
    12)   ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:
    13) პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:


·       


No comments:

Post a Comment