გაკვეთილის გეგმა


                                   გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:   ირმა ქობლიანიძე
საგანი:  მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 15 კლასში სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის თემა:   მრავალნიშნა რიცხვების გამოკლება
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან სამნიშნა რიცხვების დახასიათება და მათზე მოქმედებების შესრულება.
გაკვეთილის ტიპი:  გამჭოლი კომპეტენციები - რაოდენობრივი წიგნიერება

Ø გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლეებმა მრავალნიშნა რიცხვების გამოკლებისას,  შეძლონ მაღალი თანრიგის დაშლა უფრო დაბალ თანრიგად, შეასრულონ გამოკლების მოქმედება, შეძლონ გამოთვლებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა და  ახსნან გამოყენებული ხერხი. შეავსონ წერითი  ალგორითმის გამოყენებით შესრულებული გამოკლების ნიმუშში გამოტოვებულ ციფრები და დაასაბუთონ  პასუხი.



Ø შედეგი: მოსწავლეები შეასრულებენ გამოკლების მოქმედებას, შეძლებენ მაღალი სათანრიგო ერთეულების დაშლას უფრო დაბალ სათანრიგო ერთეულად,  ახსნიან გამოყენებულ ხერხს, დაახასიათებენ რიცხვებს,  შეძლებენ გამოთვლებთან დაკავშირებულ პრობლემის გადაწყვეტას, შეავსებენ წერითი ალგორითმის გამოყენებით შესრულებული გამოკლების ნიმუშში გამოტოვებულ ციფრებს და დაასაბუთებენ პასუხს.







მათ. IV.1.  მოსწავლეს შეუძლია რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ასახელებს რიცხვის ჩანაწერში თანრიგებში მდგომი ციფრების  შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით;


მათ. IV.2. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე სხვადასხვა ხერხით შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø        ასრულებს შეკრება-გამოკლებას სხვადასხვა ხერხის (შეფასება, ზეპირი ანგარიში, წერითი ალგორითმები) გამოყენებით; კონკრეტული     მაგალითისათვის ირჩევს მათგან უფრო ხელსაყრელს;

Ø ავსებს წერითი ალგორითმის გამოყენებით შესრულებული შეკრების/გამოკლების ნიმუშში გამოტოვებულ ციფრებს და ასაბუთებს პასუხს.

#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო (წთ)
მისაღწევი შედეგი
1
ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
მისალმების და  გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის შემდეგ, მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის ტიპს ,თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას,  შევახსენებ გაკვეთილზე ქცევის წესებს.





ვერბალური ახსნა.






მთელ კლასთან
















თაბახის ფურცელზე დაწერილი გაკვეთილის თემა,                 გაკვეთილის მიზნები, შეფასების რუბრიკები,
გაკვეთილზე ქცევის წესები.











1წუთი


















მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების რუბრიკები, გაიხსენებენ გაკვეთილზე ქცევის წესებს.




2
საშინაო დავალების შემოწმება.
მოსწავლეებს სახლში შესასრულებლად ჰქონდათ სახელმძღვანელოს
 გვ.42–ზე # 2 დავალება. გამოაკელი ქვეშმიწერით.

ვიზუალური

მთელ კლასთან

რვეული

2წთ
მოსწავლეები წარმოადგენენ სახლში შესრულებულ დავალებას.


3
გამოწვევა:  მოსწავლეებს დაუსვამ კითხვებს
 შესწავლილი მასალიდან:
    
     როგორ ვიგებთ რამდენ ნიშნაა რიცხვი?
     რამდენ ნიშნა რიცხვები იცოდით აქამდე?
            თუ შეგიძლიათ  დამისახელეთ 4 ნიშნა რიც-
ხვები.   
      ჩამომითვალეთ თქვენთვის ნაცნობი სათანრიგო ერთეულები.
        თუ იცით ათასეულის თანრიგზე უფრო მაღალი
თანრიგი?
კითხვა–პასუხი

მთელ კლასთან


2 წთ

4

ახალი მასალის გადაცემა:   მოსწავლეებს  გავაცნობ ათასეულის ზემოთ სათანრიგო ერთეულებს მილიონის თანრიგამდე. თვალსაჩინოებად გამოვიყენებ ფორმატის
ფურცელზე დაწერილ 6 ნიშნა რიცხვს, სადაც ერთმანეთისაგან განსხვავებული ფერით  იქნება
Ø  დაწერილი რიცხვის ჩანაწერში თანრიგებში მდგომი
Ø  ციფრები და შესაბამის მნიშვნელობეი.
   დაფაზე ვაჩვენებ ქვეშ მიწერით გამოკლებას,  სადაც რამდენჯერმეა საჭიროა  მაღალი თანრიგის
 ერთეულების გარდაქმნა დაბალი  თანრიგის ერთეულებად.
  მაგალითად:
521345-354697=166748


ვერბალ
ური და
პრაქტიკული
მოდელირება

მთელ კლასთან


დაფა, ცარცი
ფორმატის ფურცელი.

7 წთ
მოსწავლეები გაეცნობიან ასეულზე მაღალ სათანრიგო ერთეულებს და მრავალნიშნა
რიცხვებზე ქვეშ მიწერით გამოკლებას სადაც რამდენჯერმეა საჭიროა  მაღალი თანრიგის
 ერთეულების გარდაქმნა დაბალი  თანრიგის ერთეულებად.
5
შევადგინოთ და გამოვაკლოთ რიცხვები:
   მოსწავლეები წინასწარ დაყოფილია 3 ჯგუფად, თითოეული ჯგუფისთვის მაგიდაზე დევს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია ციფრები.
ჯგუფის ყველა წევრი იღებს თითო ციფრს, ამოღებული ციფრებით   უნდა ააწყონ უდიდესი და უმცირესი
 რიცხვი, შემდეგ შედგენილ რიცხვებზე შეასრულონ     ქვეშ მიწერით გამოკლების მოქმედება. პრეზენტაციას დაფასთან გააკეთებს ჯგუფის მიერ შერჩეული პრეზენტატორი და
 მიღებულ შედეგს დაწერს დაფაზე.
პრაქტიკული

ჯგუფური
ყუთი ციფრე
ბით, თაბახის
ფურც
ლები,
კალამი.
12წთ
მოსწავლეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, გამოიყენებენ
 უდიდესი და
 უმცირესი რიცხვის შედგენის წესს და შეძლებენ
 გამოკლების მოქმედების შესრულებას.
მოახდენენ შესრულებული დავალების
 სათანადოდ
წარდგენას კლასის წინაშე.



6



Ø  რიცხვების წარმოდგენა სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით: თითოეულმა ჯგუფმა  წინა აქტივობიდან ქვეშ მიწერით გამოკლების შედეგად მიღებული    რიცხვის ჩანაწერში უნდა დაასახელონ თანრიგებში მდგომი ციფრების შესაბამისი მნიშვნელობები და წარმოადგი-
Ø  ნოს  შესაკრებთა ჯამის სახით. პრეზენტაციას დაფასთან გააკეთებს ჯგუფის მიერ შერჩეული პრეზენტატორი
Ø   და მიღებულ შედეგს დაწერს დაფაზე.






პრაქტიკული


ჯგუფური


თაბახის
ფურცელი,
კალამი,
ცარცი,
დაფა.


6 წთ
მოსწავლეები დაასახელებენ
Ø  რიცხვის
Ø  ჩანაწერში
Ø  თანრიგებში
Ø  მდგომი
Ø  ციფრების
Ø   შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენენ
Ø   რიცხვებ
Ø  სათანრიგო
Ø  შესაკრებთა
Ø  ჯამის სახით;

7
შევავსოთ გამოტოვებული უჯრები:

 დაფაზე წერია წინასწარ გამზადებული დავალება: მოსწავლეებმა  უნდა  გადაიწერენ მაგალითი და   ამოხსნან ინდივიდუალურად, პრეზენტაციას       დაფასთან გააკეთებენ ინდივიდუალურად სურვილის
 მიხედვით.


              .        .     .     .
2)    5     6      2    3     4    1
   -
       2     6      2    6     8    4
 

      2     9      9     6     5     7
პრაქტიკული
ინდივიდუალური
რვეული,
კალამი,
დაფა, ცარცი
5 წთ










Ø მოსწავლეები
Ø შეძლებენ
Ø წერითი
Ø  ალგორითმის გამოყენებით შესრულებულ გამოკლების
Ø ნიმუშში
Ø  გამოტოვებულ ციფრებს  ჩაწერას და
Ø  პასუხ
Ø  დასაბუთებას.



8

გაკვეთილის შეჯამება-პრეზენტაცია.  .


ვიზუალური


მთელ კლასთან



კომპიუტერი, პროექტორი


8 წთ






მოსწავლეები უკვე ახსნილის საფუძველზე  შეძლებენ კითხვებზე პასუხის გაცემას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას.

9



შეფასება:   მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი შეფასების რუბრიკებით, შესაფასებელი იქნება:
 1. ჩართულობა და ურთიერთ თანამშრომლობა.
2. მრავალნიშნა რიცხვებზე მოქმედების შესრულება.





1 წთ

მოსწავლეები
შეძლებენდაინახონ თავისი
სუსტი და
ძლიერი მხარე.
10
საშინაო დავალება: სახელმძღვანელოს გვ.44 დავალება #2. შეკრება და გამოკლება ქვეშმიწერით
ვერბალური
მთელ კლასთან


1წთ


                                    შ ე ფ ა ს ე ბ ი ს      რ უ ბ რ ი კ ა  

კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
  მაღალ თანრიგს დაბალ თანრიგად დაშლა და გამოკლების მოქმედების შესრულება.
მოსწავლემ იცის მაღალი სათანრიგო ერთეულის დაშლა დაბალ სათანრიგო ერთეულად, რომელსაც კარგად იყენებს გამოკლების მოქმედების შესრულებისას.
მოსწავლემ იცის სათანრიგო ერთეულები, მაგრამ უჭირს მათი დაშლა დაბალ სათანრიგო ერთეულებად და გამოკლების მოქმედების შესრულება.
მოსწავლემ იცის სათანრიგო ერთეულები, მაგრამ ვერ ახერხებს მის დაშლას დაბალ სათანრიგო ერთეულებად და ვერ ასრულებს გამოკლების მოქმედების შესრულებას.
 გამოთვლებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა და  გამოყენებული ხერხის ახსნა.
მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა და გამოყენებული ხერხის ახსნა.
მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა და გამოყენებული ხერხის ახსნა.
მოსწავლეს არ შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა და გამოყენებული ხერხის ახსნა.
  გამოკლების ნიმუშში გამოტოვებული ციფრების  შევსება.
Ø მოსწავლეს შეუძლია წერითი  ალგორითმის გამოყენებით შესრულებული გამოკლების ნიმუშში გამოტოვებულციფრების ჩასმა   
Ø და პასუხის დაასაბუთება.


Ø მოსწავლეს ნაწილობრივ შეუძლია წერითი  ალგორითმის გამოყენებით შესრულებული გამოკლების ნიმუშში გამოტოვებულციფრების ჩასმა   
Ø და პასუხის დაასაბუთება.


Ø მოსწავლეს
Ø არ შეუძლია წერითი  ალგორითმის გამოყენებით შესრულებული გამოკლების ნიმუშში გამოტოვებულციფრების ჩასმა   
Ø და პასუხის დაასაბუთება.




No comments:

Post a Comment