ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ვიზუალური რესურსს მოსწავლეები უფრო კარგად და ხანგრძლივად იმახსოვრებენ. დაწყბითი საფეხურის მოსწავლეები ხალისით ასრულებენ დავალებებს და განსაკუთრებით ძალიან მოსწონთ როდესაც დამოუკიდებლად არულებენ მათ.
ჩემი პორტფოლიო
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
ტრენინგზე ,,ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში" ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავე. ჩემი მოლოდინი გამართლდა და გადააჭარბა კიდეც. შევისწავლე და დავხვეწე ბევრი რამ, რაც ძალიან გამომადგება საინტერესო რესურსების შესაქმნელად, მათ გამოსაქვეყნებლად ბლოგზე.